ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდნენ

21:37, 17.04.2021

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, დაკავებული პირები დაკავშირებული არიან აშშ-ის სპეცსამსახურებთან. ეს განცხადება ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ლუკაშენკოს მტკიცებით, გომელის ოლქში მიწისქვეშა სარდაფიც კი იყო მომზადებული, სადაც გატაცების შემდეგ მისი შვილების ჩაკეტვა იგეგმებოდა.

ლუკაშენკო ფიქრობს, რომ მისი ლიკვიდაციის განკარგულება აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გასცეს. მისივე თქმით, ამ თავდასხმის მზადების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ისაუბრა.

მსგავსი