ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ მიდგომა შეიცვალა, თითოეულ მათგანს მშვიდ რეჟიმში იპოვიან და დასჯიან
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ მიდგომა შეიცვალა, თითოეულ მათგანს მშვიდ რეჟიმში იპოვიან და დასჯიან

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ მიდგომა შეცვალა, თითოეულ მათგანს მშვიდ რეჟიმში იპოვის და დასჯის. ლუკაშენკოს განცხადებას სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ყველა დემონსტრანტი პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

„ცუდია, რომ მინსკში დაბოდიალობენ და თავხედურად იქცევიან. ჩვენ შევცვალეთ ტაქტიკა. ჩვენ მშვიდ რეჟიმში ვიპოვით თითოეულს. თანამედროვე საშუალებები ამის საშუალებას იძლევა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კიდეც და ყველა პასუხს აგებს თავის ქმედებებზე. მე არ ვიმუქრები, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ეს უკვე გარკვეულ ეფექტს იძლევა“, – აცხადებს ლუკაშენკო.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადებას აპროტესტებენ.

დატოვე კომენტარი