ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იქნება
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იქნება.
ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი კონსიტუცია, სჭირდება, რომელიც ბელარუსისთვის აუცილებლად მომგებიანი უნდა იყოს.
„მე კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციით, მე თქვენთან პრეზიდნეტად აღარ ვიმუშავებ, ამიტომ დამშვიდდით, ეს მშვიდად გადაიტანეთ. მე არასდროს დავუშვებ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებისას, ვინმემ არჩევნები გააყალბოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეცოდინება, რომ შედეგები ისეთი არ არის, როგორიც მე მინდა. რატომ? იმიტომ, რომ ბელარუსმა ერმა უნდა გაიაროს ის, რაც გასაველი აქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.