ალეკო ელისაშვილი - ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ“, მათ შორის ფარული ჩანაწერების, ეს კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ
ალეკო ელისაშვილი - ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ“, მათ შორის ფარული ჩანაწერების, ეს კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ

გამოძიების ნაწილი 2012 წლამდე პერიოდიც უნდა იყოს. არსად წერია, რომ, როცა დროებით საგამოძიებო კომისიას შევქმნით, რაიმე ვადებით უნდა შევიზღუდოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მისი პარტია მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„ეს მოსამართლეები ასეთ გათახსირებულ ხალხად ჩამოყალიბდა წინა ხელისუფლების დროს და, „ქართული ოცნების“ სამარცხვინოდ, თავზე ხელი გადაუსვეს და დააწინაურეს. ეს უნარები და მავნებლობა წინა ხელისუფლების დროს ისწავლეს. ერთ-ერთი შემოქმედები იყვნენ ბოროტების, განსაკუთრებით, მურუსიძე, რომლის გვარი უსამართლო სასამართლოს სახელწოდებად ზედსართავად იქცა. მხარს ვუჭერთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და კითხვებში ვერავინ შეგვზღუდავს. ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ“, მათ შორის 5-6 ივლისის, ფარული ჩანაწერების. სხდომაზე „ნაცმოძრაობა“ არ მოვიდა. ეს კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.