ალეკო ელისაშვილი - უცბად, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს სააკაშვილის პარტია, ბატონი ბოკერიას პარტია, წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ჩაგვაგდებდნენ
უცბად, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს სააკაშვილის პარტია, ბატონი ბოკერიას პარტია, წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ჩაგვაგდებდნენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეოელისაშვილმა განაცხადა.
„ბატონი ბოკერია რომ ხელისუფლებაში იყო და სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში იყო მათნაირად ვინც არ ფიქრობდა, ხომ ყველა რუსეთის აგენტი იყო? ამათ დროს, ესენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ ყველა ხომ რუსეთის აგენტები ვიყავით, ვინც არ ვეთანხმებოდით. შეიცვალა ხელისუფლება, „ქართული ოცნებისთვის“, ვინც მათ არ ეთანხმება, ხომ ყველა ნაციონალია? აი, ახლა ოპოზიციაში ხომ შეიკვრნენ და რაღაც რელიგიური სექტანტური ჯგუფი შექმნეს ერთიანობაზე. ჩვენ რა ვთქვით, ჩვენ ვთქვით უბრალოდ განსხვავებული აზრი, რომ ის სცენარი არ მოგვწონს, სხვანაირად ვხედავთ და ჩვენი პრიორიტეტები სხვა არის. ატყდა ამბავი, როგორ გაბედეთ, რომ ჩვენ ვართ მოსყიდულები. ფუნდამენტალიზმი,- შენ თუ ჩემნაირად არ ფიქრობ. არადა, „ევროპული საქართველო“ ჰქვია, რომ ჰკითხო მათ პარტიას. ახლა ეს ხალხი, რომ უცბად ხელისუფლებაში დაბრუნდეს, სააკაშვილის პარტია, ბატონი ბოკერიას პარტია, წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ჩაგვაგდებდნენ. რაც შეეძლო გვლანძღეს, გვთათხეს და მოსყიდულები გვეძახეს, რუსეთის აგენტებად გაგვასაღებდნენ ისევ და დაგვიჭერდნენ ხო? ეს არის პრობლემა გესმით. ამ მთელმა ვითარებამ აჩვენა, რომ ფუნდამენტალიზმია იმ ხალხის აზროვნებაშიც კი, რომელიც თავს ევროპულს ეძახიან. ხოდა, სულ ესაა, ჩვენ უბრალოდ განსხვავებულად ვფიქრობთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.