ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილისგან ვინც სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვს, ან უვიცია, ან შეგნებული პოლიტიკური შეტევაა, როგორღაც გააშავონ ზურაბიშვილი და იმედი შეუქმნან სააკაშვილს
ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილისგან ვინც სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვს, ან უვიცია, ან შეგნებული პოლიტიკური შეტევაა, როგორღაც გააშავონ ზურაბიშვილი და იმედი შეუქმნან სააკაშვილს

სალომე ზურაბიშვილს ვინც აწვებიან, გინდა თუ არა, შეიწყალოს სააკაშვილი, ან უვიცები არიან, ან შეგნებული პოლიტიკური შეტევაა, რომ როგორღაც გააშავონ სალომე ზურაბიშვილი და სააკაშვილს რაღაც იმედი შეუქმნან, ვითომ რაღაცას აკეთებენ მის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, იურიდიულად სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ შეიწყალებს.

„სალომე ზურაბიშვილს ვინც აწვება, გინდა თუ არა, შეიწყალოს სააკაშვილი, ან უბრალოდ უცოდინარია, არ იცის, რომ ტექნიკურად და იურიდიულად ზურაბიშვილი, უბრალოდ, ვერანაირად ვერ შეიწყალებს. შეწყალება მხოლოდ დამდგარი განაჩენის შემდეგ ხდება. სააკაშვილს ერთი დამდგარი განაჩენი და ორი მიმდინარე ბრალი აქვს. შესაბამისად, გამორიცხულია, წინსწრებად ხომ ვერ შეიწყალებს, ინდულგენცია ხომ არ არის ეს შეწყალება? ან უვიცები მოითხოვენ ამას, ან არის შეგნებული პოლიტიკური შეტევა, რომ როგორღაც გააშავონ სალომე ზურაბიშვილი და სააკაშვილს რაღაც იმედი შეუქმნან, ვითომ რაღაცას აკეთებენ მის გასათავისუფლებლად, თორემ სხვანაირად, უბრალოდ, აუხსნელია ამ უცოდინარობის გამოვლენა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.