ალეკო ელისაშვილი - მთავარი ამრევები არჩევნებით ყველაზე ხელმოცარული ადამიანები არიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებების დროს ასეთი პოზიცია არ ჰქონია
მთავარი ამრევები ვინც იყვნენ, ისინი იყვნენ. ასჯერ მაქვს ნათქვამი, ვინ არიან ისინი. არჩევნებით ყველაზე ხელმოცარულები და ამრევები ვინც არიან, ისინი ამბობდნენ ზუსტად ამას, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ელისაშვილი გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა.
„ვინ არიან მთავარი ამრევები, ასჯერ მაქვს ნათქვამი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებების დროს ასეთი პოზიცია არ ჰქონია, გრიგოლ ვაშაძეს ასეთი პოზიცია არ ჰქონია. არჩევნებით ყველაზე ხელმოცარულები და ამრევები ვინც არიან, ისინი ამბობდნენ ზუსტად ამას. ვინც მოლაპარაკებას ესწრებოდა, ის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.