ალეკო ელისაშვილი - მეგონა, პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ გიორგი ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა
მეგონა, პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა ნამდვილად, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, „ბოლო პერიოდში ყველას ეძველბიჭება“.
„ბოლო დროს ყველას გვეძველბიჭება. ეგრე გააგრძელე, გიორგი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი აღნიშნული განცხადებით, გიორგი ვაშაძესა და ანზორ ბოლქვაძეს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. მათ შორის კონფლიქტი ხულოს ინფრასტრუქტურის საკითხებმა გამოიწვია. დეპუტატი ბოლქვაძე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ხულო-ადიგენის გზის მშენებლობაზე საუბრობდა, რა დროსაც განაცხადა, რომ აღნიშნული გზის მშენებლობას წინა ხელისუფლების დროს მწვანე შუქი არასდროს ანთებია. გიორგი ვაშაძემ ანზორ ბოლქვაძეს მიმართა – „შენს ადგილზე ხმას არ ამოვიღებდი საერთოდ, ჩემს სახელს ნუ ახსენებ“. ანზორ ბოლქვაძემ ვაშაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მის სახელს არ ახსენებს და გაუგებარი იყო მისი პოზიცია.