ალეკო ელისაშვილი - ჰაერივით საჭიროა მოლაპარაკება და შეთანხმება, დინამიური პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში
ალეკო ელისაშვილი - ჰაერივით საჭიროა მოლაპარაკება და შეთანხმება, დინამიური პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებს და შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს.

ელისაშვილის თქმით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მნიშვნელოვანია დიალოგის გზით შეთანხმება და პარლამენტში ოპოზიციის შესვლა.

„ჰაერში გამოკიდებული მეხუთე რაუნდი ყველას დანაშაულია – „ქართული ოცნებისაც“ და ოპოზიციისაც. მოლაპარაკებები და შეთანხმება არის უალტერნატივო, გარდაუვალი. შესაბამისად, ამ ვითარებაში ჰაერივით საჭიროა, მოლაპარაკება შედგეს, დიალოგი აღდგეს და მოხდეს შეთანხმება, რის შემდგაც ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში, დინამიური პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.