ალეკო ელისაშვილი - ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა, თუმცა ოპოზიცია საერთო პოზიციაზე შეჯერდა და მზად ვართ მესამე რაუნდისთვის
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საერთო პოზიციაზე შეჯერდა და მზად არიან მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის.
როგორც ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე იყო ცხარე დისკუსია და კამათი, თუმცა აზრთა შეჯერება მოხდა.
„ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს დისკუსია, განსხვავებული ხალხი ვართ და აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვისაც, ელჩებთან შეხვედრისთვისაც. ახლა ამ შეხვედრის შემდეგ იქნება კომუნიკაცია. განსხვავებული ხალხი ვართ და ბუნებრივია, რომ კამათი გვქონდა სხვადასხვა საკითხზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.