ალეკო ელისაშვილი - დიდი ალბათობით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ექვსი თვით არჩეულ თავმჯდომარეს მივიღებთ
ცესკო-ს თავმჯდომარე მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა იყოს. შეიძლება ეს ადამიანები არიან პროფესიონალები და საიმედო ხალხი, მაგრამ მათ არ ვიცნობთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა და განმარტა მიზეზები, რის გამოც „მოქალაქეები“ ცესკო-ს თაბმჯდომარეობის კანდიდატებს მხარ არ უჭერს.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, კანდიდატის დანიშვნა ექვსი თვის ვადით მოხდება.
„მხარს არ დავუჭერთ „ქართული ოცნების“ ფავორიტებს, რადგან წინააღმდეგობაშია იმ შეთანმხებასთან, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოვაწერეთ. ცესკო-ს თავმჯდომარე მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა იყოს. შეიძლება, ეს ადამიანები არიან პროფესიონალები და საიმედო ხალხი, მაგრამ მათ არ ვიცნობთ. შეიძლება, საკუთარ წრეში რეპუტაცია აქვთ, მაგრამ მათ არ ვიცნობთ, უნდა ყოფილიყნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც საზოგადოებრივი რეპუტაცია ექნებოდათ. დიდი ალბათობით, 6 თვით არჩეულ თავმჯდომარეს მივიღებთ, ეს ცუდია, მაგრამ ამაში დადებითია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვინ იქნება პერსონალურდ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისი უფლებამოსილება რეფორმის შედეგად შემცირებულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.