ალეკო ელისაშვილი - დადასტურდა, რომ ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების თემა სერიოზული არ იყო, საელჩომ მკაფიოდ თქვა, რომ ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა
ალეკო ელისაშვილი - დადასტურდა, რომ ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების თემა სერიოზული არ იყო, საელჩომ მკაფიოდ თქვა, რომ ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა

დადასტურდა, რომ ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების თემა სერიოზული არ იყო და კიდევ ამაზე რომ ვლაპარაკობთ, არც ეს არის სერიოზული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არასდროს ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„მეც გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამაზე საუბარი ყოფილიყო. ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსება რომც შესთავაზონ, ამაზე ერთმნიშვნელოვნად უარს იტყვიან. ეს განწყობა რომ იციან, არც არავინ გვთავაზობს. ამერიკული ბაზა თავისთავად უსაფრთხოების სერიოზული გარანტია იქნებოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.