ალეკო ელისაშვილი – დადასტურდა, რომ ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების თემა სერიოზული არ იყო, საელჩომ მკაფიოდ თქვა, რომ ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა

12:22, 14.09.2023

დადასტურდა, რომ ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების თემა სერიოზული არ იყო და კიდევ ამაზე რომ ვლაპარაკობთ, არც ეს არის სერიოზული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არასდროს ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„მეც გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამაზე საუბარი ყოფილიყო. ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსება რომც შესთავაზონ, ამაზე ერთმნიშვნელოვნად უარს იტყვიან. ეს განწყობა რომ იციან, არც არავინ გვთავაზობს. ამერიკული ბაზა თავისთავად უსაფრთხოების სერიოზული გარანტია იქნებოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი