ალეკო ელისაშვილი - ახლა ოპოზიცია მართლაც ერთიანია, არის „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი პარტიები აღარ არსებობენ
ალეკო ელისაშვილი - ახლა ოპოზიცია მართლაც ერთიანია, არის „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი პარტიები აღარ არსებობენ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არ იცის, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, თუმცა იცის, რომ ქვეყანაში რევოლუცია და არეულობა არ სურს.

„არ ვიცი, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. ვიცი, როგორ არ მინდა, განვითარდეს. არ მინდა, ამ ქვეყანაში რევოლუცია და არეულობა, ასევე, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ხალხი, ვინც ეს ძალადობრივი მართლმსაჯულება შექმნა და ახლა წუწუნებენ.

არ მინდა, რევოლუციის შედეგად იმ ხალხის დაბრუნება და მეგის ქარდავების სპეცრეისით ჩამოყვანა, ასევე გაქცეული ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილის, ექვს თვეში ერთხელ იქიდან ჭკუას რომ გვარიგებენ.

ჩვენ ოპოზიციაზე კაი ხანია, ხელი გვაქვს ჩაქნეული. ვხედავთ, რომ ოპოზიცია ახლა მართლაც ერთიანია და იქ არის ერთი – „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობენ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.