ალეკო ელისაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, საარჩევნო პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სავარაუდოდ ექვსი თვით არჩეული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება.
მისივე თქმით, დადებითი ფაქტია ის, რომ ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, საარჩევნო პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.
„ალბათ, პარლამენტში წარმართული პროცესებიდან მივიღებთ იმას, რომ ცესკო-ს ეყოლება ექვსი თვით არჩეული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ამ ისტორიაში ერთადერთი დადებითი არის ის, რომ ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, საარჩევნო პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რეფორმის შედეგად ისეა, რომ ნომინალური სიმბოლო ექნება და შედეგზე მის ძალიახმევას გავლენა ვერ ექნება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.