ალეკო ელისაშვილი – ცესკო-ს თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, საარჩევნო პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს

11:43, 21.07.2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სავარაუდოდ ექვსი თვით არჩეული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება.

მისივე თქმით, დადებითი ფაქტია ის, რომ ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, საარჩევნო პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

„ალბათ, პარლამენტში წარმართული პროცესებიდან მივიღებთ იმას, რომ ცესკო-ს ეყოლება ექვსი თვით არჩეული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ამ ისტორიაში ერთადერთი დადებითი არის ის, რომ ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, საარჩევნო პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რეფორმის შედეგად ისეა, რომ ნომინალური სიმბოლო ექნება და შედეგზე მის ძალიახმევას გავლენა ვერ ექნება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი