ალეკო ელისაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალეა, სამოქალაქო სექტორს თავი დაანებონ, მმართველ პარტიას ქვეყანა აბარია და მის განვითარებაზე იფიქრონ
ალეკო ელისაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალეა, სამოქალაქო სექტორს თავი დაანებონ, მმართველ პარტიას ქვეყანა აბარია და მის განვითარებაზე იფიქრონ

მმართველ პარტიას ქვეყანა აბარია და მის განვითარებაზე იფიქროს. არასამთავრობო ორგანიზაციების წესრიგის დამყარება მთავრობის საქმე არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითიც შალვა პაპუაშვილის დღევანდელ სტატიას გამოეხმაურა.

ელისაშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორის დაფინანსება გამჭვირვალეა.

„შალვა პაპუაშვილის კრიტიკას არ ვიზიარებ. მმართველ პარტიას ქვეყანა აბარია და მის განვითარებაზე, ხალხის პრობლემებზე იფიქრონ. არასამთავრობო ორგანიზაციების წესრიგის დამყარება მთავრობის საქმე არ არის. რაც ავალიათ, იმას მიხედონ. სამოქალაქო სექტორს თავი დაანებონ. რაღაც არ ეშვებიან და არასამთავრობო ორგანიზაციებს უჩხიკინებენ. მათი დაფინანსება გამჭვირვალეა და სახელმწიფო უწყებებმა ზედმიწევნით იციან, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა დაფინანსება იღებს. არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევა გაუგებარია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.