ალეკო ელისაშვილი - აქციებს არ შევუერთდები, თუმცა სირცხვილია, რომ ამდენი ხანი არ დაიწყო მოლაპარაკებები
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდება, თუმც ფიქრობს, რომ სირცხვილია, როცა მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ელისაშვილის თქმით, ოკუპაციის 100 წლისთავზე თუ ვინმეს საქართველოში დაპირისპირება უხარია, არის რუსეთი.
„ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ამდენი ხანია, არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები, ყველა მეგობარი, რომელიც ახლა ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებს, გვეუბნება, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ. წარმოიდგინეთ, როგორი სევდიანი ამაბავია, დღეს არის ოკუპაციის 100 წლისთავი, წითელი არმია, მეთერთმეტე არმია რომ თბილისში შემოვიდა, იქიდან ასი წლისთავი. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომას და მოლაპარაკებას.
დეკლალირებულად ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების სივრცე დარჩა, მაგრამ მოლაპარაკება არა და არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების. თუ ვინმეს საქართველოში ეს ვითარება უხარია ოკუპაციის 100 წლისთავზე, უხარია რუსეთს. მათ ჯინაზე და საქართველოს მტრების ჯიბრზეც, ორივე მხრიდან ავდგებოდი, გადავდგამდი ერთამანეთისკენ ნაბიჯს. ეს იქნებოდა ძალიან სწორი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.