ალეკო ელისაშვილი - ადამიანი, რომელმაც მოსამართლედ ლევან მურუსიძე გაამწესა, დილეტანტობასა და შერცხვენაზე არ უნდა ლაპარაკობდეს
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.
„ადამიანმა, რომელმაც ჩაიბარა მართლმსაჯულების სისტემა, იუსტიციის სამინისტრო და შემდეგ უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძე გააამწესა, პირდაპირ მას არ აურჩევია, მაგრამ ამაში დიდი ღვაწლი და ჯაფა ჩადო, დილეტანტობაზე და შერცხვენაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. მნიშვნელობა არ აქვს, აქ არის სხდომაზე, ეს როგორ თქვი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია და მასზე ვლაპარაკობდით“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა: „ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება“.
აღნიშნულ განცხადებას კი თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ“.