ალეკო ელისაშვილი - ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება
ალეკო ელისაშვილი - ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება

ადამიანს, რომელმაც ჩააფლავა მართლმსაჯულება, სამართალი, ახლა ცალკე სამინისტროს ვუქმნით. ამ გაღატაკებულ, გასაცოდავებულ ქვეყანაში რას ვაკეთებთ, ამ შერცხვენილი მინისტრისთვის, სამართლიანობის დამსამარებლისთვის კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა იქნებოდა?! – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას ყველაზე მეტად 2012 წელს, სწორედ თეა წულუკიანი ეიმედებოდა.

„გახსოვთ, ალბათ 2012 წელს რით ვიყავით მთელი ქვეყანა აღშფოთებულები-უსამართლობით. არ ვმალავდი, რომ მაშინ ვიყავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რადგან მიმაჩნდა, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სამართალი დაისადგურებდა ამ ქვეყანაში. ყველაზე ჯოჯოხეთურ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ უსამართლობის სიმბოლო მოსამართლე, ბატონი მურუსიძე უვადო მოსამართლე გახდებოდა. ეს არის „ქართული ოცნების“ შეგნებული დანაშაული. ამიტომ ვარ ოპოზიციონერი, თორემ ვიქნებოდი მშვიდად „ქართულ ოცნებაში“ რამე თბილ თანამდებობაზე. ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენის კუთხით ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და რომელსაც იმ არხებზე, სადაც მე ვმუშაობდი-„მაესტროსა“ და „კავკასიაზე“, ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, ისე მეიმედებოდა. ამ ადამიანს სწორედ იუსტიციის მინისტრობა ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო პროკურატურა და სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ. ჯანმრთელობას ვუსურვებ თეა წულუკიანს, მაგრამ დღეს კიდევ ერთი გამაოგნებელი რამ ხდება დღის წესრიგში. ადამიანს, რომელმაც ჩააფლავა მართლმსაჯულება, სამართალი, ახლა ცალკე სამინისტროს ვუქმნით. ამ გაღატაკებულ, გასაცოდავებულ ქვეყანაში რას ვაკეთებთ. კიდევ ცალკე სამინისტროს ვქმნით, ცალკე კომიტეტს. ამ შენობის მიღმა, „ქართული ოცნება“ რეალობას, როგორც ჩანს, ვერ აღიქვამს. კორონავირუსმა კიდევ უფრო გააღატაკა ჩვენი ქვეყანა. წულუკიანისთვის, ამ შერცხვენილი მინისტრისთვის, სამართლიანობის დამსამარებლისთვის კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა იქნებოდა?!, – განაცხადა ელისაშვილი.