ალბანეთში პოლიციის მიერ მამაკაცის მკვლელობის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ალბანეთში პოლიციის მიერ მამაკაცის მკვლელობის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა სანდერ ლეშაიმ თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგევრდზე გავრცელებულ განცხადებაში ლეშაიმ ახალგარზდა მამაკაცის გარდაცვალებას უსამართლობა უწოდა.
მანამდე ტირანაში მკვლელობის გამო ქუჩაში გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ 25 წლის კლოდიან რაშას კარანტინის წესის დარღევის გამო 8 დეკემბერს გაუხსნა ცეცხლი.
სამართალდამცველებმა მამაკაცს გაჩერება მოსთხოვეს, რასაც არ დაემორჩილა, რის გამოც ერთ-ერთმა ოფიცერმა ცეცხლი გახსნა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელი დაკავებულია. სატელევიზიო მიმართვის დროს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.