ალბანეთში მუნიციპალური არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმიდინაროებს
ალბანეთში მუნიციპალური არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმიდინაროებს.
რამდენიმე ოპოზიციონერმა მერმა არჩევნებისთვის საჯარო შენობების გამოყოფაზე უარიც განაცხადა. ხელისუფლების ოპონენტების მომხრეები დაუპირისპირდნენ პოლიციას და საარჩევნო ბიულეტენები დაწვეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ალბანეთში არსებულ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაში იმართება. ოპოზიცია უკვე თვეებია ითხოვს ქვეყნის პრემიერ-მინსტრ ედი რამას გადადგომას. ქვეყნის პრეზიდენტმა შექმნილი კრიზისის გამო, მუნიციპალური არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პრემეირ-მინისტრმა ეს განკარგულება გააუქმა, ხოლო მისმა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო.
ოპოზიცია ალბანეთის პრემიერ-მინისტრს წინა არჩევნების გაყალბებასა და კორუფციაში ადანაშაულებს. თავად პრემიერ მინისტრი ამ ბრალდებას უარყოფს.