ალბანეთის დასავლეთით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 9:00 საათზე ლაპესის ყურესთან ახლოს მოხდა, რომელიც დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მიწისძვრას რამდენიმე ძლიერი ბიძგი მოჰყვა, რომელიც ტირანაშიც იგრძნობოდა.