ალბანეთში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ალბანეთში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ალბანეთის დასავლეთით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 9:00 საათზე ლაპესის ყურესთან ახლოს მოხდა, რომელიც დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მიწისძვრას რამდენიმე ძლიერი ბიძგი მოჰყვა, რომელიც ტირანაშიც იგრძნობოდა.