ალბანეთის საგარეო უწყება - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომლებიც შოვის კურორტზე დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ
ალბანეთის საგარეო უწყება საქართველოს შოვში მომხდარის გამო სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომლებიც შოვის კურორტზე დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ალბანეთი ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია ალბანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.