ალბანეთის საგარეო უწყება – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომლებიც შოვის კურორტზე დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

12:21, 06.08.2023

ალბანეთის საგარეო უწყება საქართველოს შოვში მომხდარის გამო სამძიმარს უცხადებს.

„ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომლებიც შოვის კურორტზე დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ალბანეთი ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია ალბანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი