ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
კერძოდ, პრეზიდენტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არ დანიშნა.
პრემიერ-მინისტრი ედი რამა სიტყვით პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოვიდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გადადგომის საკითხს განიხილავდნენ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ილირ მეტამ უპრეცედენტო სიტუაცია შექმნა.
„კრიზისი არც პირადი ხასიათისაა, არც პოლიტიკური. ეს უბრალოდ არაკონსტიტუციურია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ალბანეთი საპარლამენტო ისტორიაში პირველად, პრეზიდენტმა მინისტრის დანიშვნის ბრძანებას ხელი არ მოაწერა. მეტა პრეზიდენტად გასულ წელს მმართველი სოციალისტური პარტიის მხარდაჭერით აირჩიეს.