ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის ილირ მეტას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეებიდან პარლამენტის 104-მა წევრმა იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, შვიდი კი წინააღმდეგ წავიდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში მას შემდეგ დააყენეს, რაც გასულ კვირას საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც პრეზიდენტმა 25 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ დაარღვია კონსტიტუციის 16 მუხლი. ანგარიში მოიცავს ილირ მეტასთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციას.
ილირ მეტას პრეზიდენტის პოსტზე ვადა 2022 წელს ეწურება. მეტა ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი.
არჩევნების შედეგად მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 150-ადგილიან პარლამენტში 74 ადგილი მოიპოვა და საგამოძიებო კომიტეტს დაავალა დადგენა, დაარღვია თუ არა მეტამ კონსტიტუცია. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭირო იყო ხმების ორი-მესამედი.
მეტასთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც მას სამთვიანი ვადა აქვს.