ალასკაზე მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
ალასკაზე მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ალასკაზე მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა შტატის ერთ-ერთი კანონმდებელი, გარი კნოპი, რომელიც თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში მონაწილე მეორე თვითმფრინავით 6 ტურისტი სამხრეთ კაროლინადან მოფრინავდა.

საჰაერო ინციდენტი კენაის ნახევარკუნძულის ქალაქ სოლდოტნას აეროპორტის მახლობლად მოხდა. ავიაკატასტროფის შედეგად, 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

67 წლის რესპუბლიკელი გარი კნოპი შტატის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული უმრავლესობის წევრი იყო. ტურისტები კი 23-დან 26-წლამდე ასაკის ახაგაზრდები იყვნენ.