აკმამედ იმამკულიევი - „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში დამარხა დემოკრატია
ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მარნეულში გაიმარჯვოს მოსახლეობამ და არა ოლიგარქების მარიონეტებმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა განაცხადა.
„პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ზუსტად ის, რასაც აკეთებს წლების განმავლობაში. ვფიქრობ, დღეს იყო გაყალბების პიკი მარნეულის მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში დამარხა დემოკრატია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მარნეულში გაიმარჯვოს მოსახლეობამ და არა ოლიგარქების მარიონეტებმა“, – განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალს გამარჯვებას ვერ მიულოცავს.
„მე ზაურ დარგალს ვერ მივულოცავ გამარჯვებას, რადგან მე მარიონეტებს არ ვულოცავ გამარჯვებას. მოსახლეობის ხმები არის მოპარული, მაგრამ მაინც გეუბნებით, რომ ვიბრძოლებთ, რათა გაიმარჯვოს მოსახლეობამ“, – განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა.