ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელში სამედიცინო კარავი მოეწყო. მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით, დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.
სოფელ მატანში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დადებითი პასუხი კორონავირუსზე მატანში მამაკაცს დაუდასტურდა, სადაც ის გორიდან დაბრუნდა. მამაკაცს 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა. მეორე დღეს კი ვირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ მატანში სტუმრად იმყოფებოდა თბილისში მცხოვრები და წარმოშობით ახმეტის სოფელ აწყურიდან ექიმიც, რომელსაც კორონავირუსი 8 სექტემბერს დაუდასტურდა.