ახმეტის მუნიციპალიტეტში ქარიშხალმა დააზიანა ალავერდის ტაძრის სახურავი, დაზიანებულია ავტომანქანები და სხვა ინფრასტრუქტურა [ფოტო, ვიდეო]

ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ქარიშხალის შედეგად დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სახურავი, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები.

სტიქიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.