ახმეტაში, მდინარე ილტოში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო
ახმეტაში, მდინარე ილტოში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

ახმეტაში, მდინარე ილტოში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი მდინარე ილტოზე მდებარე ე.წ. საგუბრის ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც მოზარდი არ გამოჩნდა, მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ე.წ. საგუბარში წყლის დაცლის შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს ფსკერზე მიაკვლიეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.