ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო „ლუფთჰანზამ“ თეირანში ფრენის შეჩერება გაახანგრძლივა
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ თეირანში ფრენის შეჩერება გაახანგრძლივა.
ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, თეირანში ავიამიმოსვლა 13 აპრილამდე იქნება შეჩერებული.
თავდაპირველად „ლუფთჰანზამ“ რეისების ორი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა.
„ლუფთჰანზა“ და მისი შვილობილი კომპანია „ავსტრიული ავიაზახაზები“ ერთადერთი დასავლური ავიაკომპანიები არიან, რომლებიც თეირანში ფრენებს ასრულებენ.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა, როდესაც დამასკოში ირანის საკონსულოზე დარტყმა განხორციელდა, რასაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ელიტური დანაყოფის ერთ-ერთი მეთაური.
ირანი დარტყმაში ისრაელს ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით იმუქრება. გუშინ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება საკონსულოზე დარტყმისთვის. ისრაელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ იერიში დამასკოში მისი ძალების განხორციელებულია. თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ირანის საკონსულოზე დარტყმის უკან ისრაელი დგას.