„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ - ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი
„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ - ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს მათ სასტუმროში სერგეი ლავროვის შვილი სტუმრობს.

„ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას.

ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.