ახალშობილი, რომლის გაყიდვის ბრალდებითაც რამდენიმე პირი დააკავეს, შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება
ახალშობილი, რომლის გაყიდვის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირი დააკავა, ამჟამად სრულყოფილი შემოწმების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ჩვილი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იქნება.
მერი მაღლაფერიძის განმარტებით, მოგვიანებით დაიწყება მუშაობა უფრო გრძელვადიან გეგმაზე, თუ სად გააგრძელებს ბავშვი ცხოვრებას.
„ბავშვი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან ის იყო მხოლოდ სამი დღის და გვინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სისრულეში. შემდეგ უკვე გადაყვანილი იქნება სახელმწიფო მზრუნველობაში, ისეთ ფორმაში, სადაც მისი ინტერესები ყველაზე მეტად იქნება გათვალისწინებული და შემდგომ უკვე დაიწყება მუშაობა უფრო გრძელვადიან გეგმებზე, სად გააგრძელებს ცხოვრებას და როგორ. როგორც წესი, პრიორიტეტი ენიჭება ჰოსპისში ბავშვის გადაყვანას და ჩვენც ასე მოვიქცევით, თუმცა შემდეგ მოხდება დეტალურად მისი მდგომარეობის შესწავლა და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები“ ,- განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.