ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ჩასულ ყველა ადამიანს თვითიზოლაცია მოუწევს
ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ჩასულ ყველა ადამიანს თვითიზოლაცია მოუწევს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა გააკეთა.
მისივე თქმით, ეს წესი შეეხება ახალი ზელენადიის მოქალაქეებსაც.
როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი აცხადებს, შეზღუდვა ძალაში მომდევნო 16 დღის განმავლობაში დარჩება.
მისივე თქმით, ამასთან ერთად ახალი ზელანდიის სანაპიროებთან საკრუიზო ლაინერების გაჩერება 30 ივნისამდე აიკრძალება. ახალ ზელანდიაში ამჟამად კორონავირუსის ექვსი შემთხვევაა დადასტურებული.