ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვიან
ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვიან. აღნიშნული ზომები ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან შევა და 14 დღე იმოქმედებს.
ამასთან, ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ ჩინეთში. ჩინეთიდან დაბრუნებულ ახალი ზელანდიის მოქალაქეებს კი 14 დღით თვითიზოლაცია მოუწევთ.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია. კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.