ახალი წლის ღამეს უფასო საქალაქო ტრანსპორტი მგზავრებს დილის ოთხ საათამდე მოემსახურება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს უფასო საქალაქო ტრანსპორტი მგზავრებს დილის ოთხ საათამდე მოემსახურება.
„საახალწლო კონცერტები სამ ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო უზრუნველყოფს მგზავრების უფასოდ გადაყვანას. ასევე, მინდა დავამატო, რომ ავტობუსების მომსახურება იქნება უფასო. ყველა რაიონიდან, ყველა უბნიდან შესაძლებელი იქნება, ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილში, ევროპის მოედანზე მობრძანდეს და დაესწროს კონცერტებს. მათი გადაყვანა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი ასევე ავტობუსებით. უფასო მგზავრობა დილის ოთხ საათამდე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.