ახალი წლის ღამეს მეტროპოლიტენი, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, თბილისის მეტროპოლიტენი, ავტობუსები და საბაგირო რიყე-ნარიყალა მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. ახალი წლის ღამეს მეტროპოლიტენი და ავტობუსები 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
„დედაქალაქი ახალ, 2018 წელს განსხვავებული და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება. 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.
დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ლოკაციაზე – გლდანში („სითი მოლი გლდანის“ ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III, მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება“, – აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას:
11:00 – 17:00 საათი – ველო სანტები (კრწანისის რაიონი)
12:00 – 00:00 საათი – საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა – დედა ენის ბაღი
12:00 – 23:00 საათი – საახალწლო ბაზრობა – „ახალი ტფილისი“
12:00 – 18:00 საათი – საბავშვო გასართობი პროგრამები – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – მანქანების პარკი – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – სახელოსნო/ვორქშოფები – დედა ენის ბაღი
12:00 – 20:00 საათი – საახალწლო სპორტული აქტივობები – დედა ენის ბაღი
15:00 – 21:00 საათი – New Comers – „ახალი ტფილისი“
23:00 საათი – გალა კონცერტი – გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი