ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 111 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 111 შემთხვევა დაფიქსირდა

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რეგიონების მასშტაბით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 58 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე სამედიცინო დახმარება 10 პაციენტს გაუწიეს, 48 დაშავებული კი, ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დროის ამავე მონაკვეთში, დედაქალაქის მასშტაბით, პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 53 გამოძახება დაფიქსირდა. 45 შემთხვევაში, შემდგომი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად პაციენტების ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

პაციენტების ნაწილს აღენიშნებოდა დაზიანებები ხელის თითებზე, სახეზე დამწვრობები, იაშვილის კლინიკაში ერთ პაციენტზე ხელის მტევნის ამპუტაციაც გახდა საჭირო.