ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს 30-მა პაციენტმა მიმართა, – ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
როგორც გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, არც ერთი პაციენტს არ ჰქონდა სერიოზული დამწვრობა.
„შემოსული პაციენტების 50% მოზრდილია, 50% კი ბავშვი. გუშინ დამწვრობის ცენტრში შემოვიდა რვა წლის ბიჭი, რომელიც ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მას სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება. სხვა დაზარალებულებთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, სერიოზული დამწვრობა არ ყოფილა. წინა წლებიდან მოყოლებული გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება ახალი წლის დღეებში, ეს გრძელდება 14 იანვრამდე. კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, შეეშვან ასაფეთქებელ მოწყობილობებს და სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.