ახალი ტიპის კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაშია გამოვლენილი
ახალი ტიპის კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაშია გამოვლენილი

ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები ამ დროისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. სწორედ უხანი ითვლება ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად.

კორონავირუსის გამოვლენის ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება, სადაც დაინფიცირებულია 7 711 ადამიანი, გარდაცვლილია 170 პირი.

ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.​

კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა კამბოჯაში.

კანადის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულია წყვილი, რომლებიც უხანში იმყოფებოდნენ.

ფინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. დაინფიცირებული 32 წლის ქალი, რომელიც უხანში იმყოფებოდა.

საფრანგეთი ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ხუთი ადამიანია დაინფიცირებული.

გერმანიაში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით ჰონგ კონგში კორონავირუსის ათი შემთხვევა დადასტურდა.

იაპონიაში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

მალაიზიაში ვირუსით შვიდი ადამიანია დაინფიცირებული. შვიდივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა.

ნეპალში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა სინგაპურში.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა ფიქსირდება.

შრი ლანკაში ვირუსის ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

ტაივანში კორონავირუსით რვა ადამიანია დაინფიცირებული.

ჩინეთის შემდეგ დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ტაილანდში ფიქსირდება. ტაილანდში 14 ადამიანია დაინფიცირებული.

ამერიკის შეერთებული შტატებში ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვიეტნამში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.