ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა, 41 წლის ტომ ბრედიმ „ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში“ (NFL) ახალი რეკორდი დაამყარა. „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის“ ვეტერანმა ბოლო ტურში სამი თაჩდაუნ-პასი შეასრულა, რითაც გადამწყვტი გადაცემებვის პირადი რიცხვი 582-მდე გაზარდა და ძველი რეკორდი დაამხო, რომელიც პეიტონ მენინგს ეკუთვნოდა (579).
მატჩი, რომელშიც ბრედიმ რეკორდი მოხსნა, „ნიუ ინგლენდმა“ „მაიამისთან“ 33-34 დათმო.