თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ახალი მიკროავტობუსების საფასური 50 თეთრი იქნება.
მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემაში პირველი აპრილიდან ჩაერთვება.
„პირველი აპრილიდან ახალი მიკროავტობუსები ერთვება გადახდის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფასო გადაჯდომის 90-წუთიან რეჟიმში მოექცევა ასევე ახალი მიკროავტობუსები. მგზავრობის საფასური იქნება 50 თეთრი როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.