თბილისში მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გაიხსნა. მეტროსადგურის გახსნაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მონაწილეობდნენ. მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას დღეს, საღამოს საათებიდან შეძლებს.
თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგურია.
მეტრო „უნივერსიტეტის“ განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.