ახალი მეტროსადგური თბილისში – [ფოტო/ვიდეო]

13:43, 16.10.2017

თბილისში მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გაიხსნა. მეტროსადგურის გახსნაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მონაწილეობდნენ. მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას დღეს, საღამოს საათებიდან შეძლებს.

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგურია.

მეტრო „უნივერსიტეტის“ განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.

https://www.youtube.com/watch?v=_LnDhr4AU-Q&feature=youtu.be

 

 

მსგავსი