ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 20 000 ადამიანს გადააჭარბა
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 20 000 ადამიანს გადააჭარბა.
ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი იტალიაშია, სადაც ვირუსის შედეგად 7500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ამ მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა.
2000-ზ მეტი ადამიანი დაიღუპა ირანში, ათასზე მეტი საფრანგეთში. ათასს უახლოვდება დაღუპულთა რიცხვი აშშ-შიც.
საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 450 ათასს აჭარბებს. მათგან 110 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელების გამო, მილიარდობით ადამიანს შეზღუდვები აქვს დაწესებული. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს იტალიაში, დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ასევე ინდოეთში.