ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთის ხელისუფლება შეზღუდვებს ქალაქ ჰუანგანშიც აწესებს
ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთის ხელისუფლება შეზღუდვებს ქალაქ ჰუანგანშიც აწესებს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უხანის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ჰუანგანი ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო იზოლირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. ასევე დაიხურება ქალაქში ყველა თეატრი, რესტორანი და კულტურის ცენტრი.
ქალაქი ჰუანგანი უხანიდან 80 კილომტერის მოშორებით მდებარეობს.
ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეუზღუდა. მედიის ცნობით, 23 იანვრის დილიდან ქალაქში მუშაობა შეაჩერა აეროპორტმა, რკინიგზამ და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.