ახალი კალედონიის დამოუკიდებლობას ამომრჩევლის 56.9 პროცენტმა მხარი არ დაუჭირა
ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის იდეას რეფერენდუმზე მოსახლეობის 56.9 პროცენტმა მხარი არ დაუჭირა.
ახალი კალედონიის მოსახლეობას რეფერენდუმზე უნდა ეპასუხა კითხვაზე – „გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მიიღოს სრული სუვერენიტეტი და გახდეს დამოუკიდებელი?“.
ადგილობრივი ტელეკომპანია La1ere-ს ინფორმაციით, საფრანგეთისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე მოსახლეობის აქტივობა 80% იყო.
რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს 1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, არქიპელაგის თანმიმდევრული დეკოლონიზაციის შესახებ.
რეფერენდუმის შედეგებზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ახალი კალედონიის მოსახლეობის არჩევანით ამაყობს.